კასპში 5 ქუჩა მოასფალტდება.
კასპში 5 ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება. მუნიციპალიტეტის მერიამ შარიფაშვილის და მიმდებარე ყაზბეგის, წერეთლის, გურამიშვილის და წულუკიძის ქუჩების რეაბილიტაცია-მოასფალტების შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის 31 დეკემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 223 780 ლარია.
აღნიშნული ქუჩები არასოდეს ყოფილა მოასფალტებული. ამორტიზირებული გზები აფერხებს ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას, განსაკუთრებით წვიმის და უამინდობის დროს. კასპის მერიისა და სსიპ“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ქუჩებზე განხორციელებულია სასმელი წყლის და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები.
ქუჩების კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია, მოძრაობა გახდება უსაფრთხო და კომფორტული, შემცირდება ავტოტრანსპორტით გადაადგილებისათვის საჭირო დროც. ამ გზით მოსახლეობა უკავშირდება ენერგო და გაზის კომპანიების ოფისებს, მოხუცთა სახლს, ქალაქის N1 საბავშვო ბაღს, ქალაქის სასაფლაოს, ღია საჭიდაო არენას. გზით 8 000 მეტი ბენფიციარი ისარგებლებს და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.