საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR-ტესტით და 8-დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით, კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ. ამ შემთხვევაში, ისინი თავისუფლდებიან თვითიზოლაციიდან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საქართველოში შემოსვლისას, ნეგატიური PCR-ტესტი არ ექნებათ, 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8-დღიანი თვითიზოლაცია წესდება. ამ ნაწილში, ჩვენ ევროპის სტანდარტებს მივყვებით“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
აქამდე მოქმედი წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოდიან ნეგატიური PCR-ტესტით და ამ შემთხვევაში, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიან ან, თუ ნეგატიური PCR-ტესტი არ აქვთ, 12-დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან.
რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან, ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.
წყარო : imedinews.ge
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.