ფერმერების მხარდასაჭერად, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა.
პროგრამაში რეგისტრაცია იწყება პირველი თებერვლიდან, ელექტრონულად, ვებგვერდის https://my.mepa.gov.ge მეშვეობით. ფასდაკლების ბარათები გააქტიურდება ეტაპობრივად, 7 თებერვლიდან.
პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით დიზელის შეუფერხებლად გაცემა მოხდება დადგენილი გრაფიკის მიხედვით:
• 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით გაიცემა არაუმეტეს 2 000 ლიტრი საწვავი;
• 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით - დამატებით 1 500 ლიტრი;
• 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - დარჩენილი რაოდენობა.
ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ 89 ბენზინგასამართ სადგურზე, ასევე მის საბითუმო ბაზებზე თბილისსა და სამტრედიაში.
ფერმერებს აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება ასევე შეუძლიათ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში.
ცხელი ხაზი - 1501
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.