1-ელი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისის, ქუთაისის და რუსთავისა, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა.
სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დისტანციური უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. განხორციელდა საჯარო სკოლების სველი წერტილების რეაბილიტაცია.
სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით, გაგრძელდება სკოლების მონიტორინგი.
სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს უტარდებათ ტესტირება COVID-19-ზე.
2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად ხორციელდებოდა :
აშენდა 30 სკოლა;
60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება;
განხორციელდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილის რეაბილიტაცია;
განხორციელდა 9 საჯარო სკოლის სრული და 150-ზე მეტი საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.
პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები აღიარებულია საერთაშორისო დონეზე.
საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო:
კორპორაცია Microsoft-ისგან;
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობისგან (UNICEF);
ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციისგან (OECD, OECD-ის მიერ საქართველო ლიდერ ქვეყნად დასახელდა).
პანდემიის დაწყებისთანავე სახელმწიფომ სკოლებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა შესთავაზა, მათ შორის: „ტელესკოლა“ , Microsoft Teams, FeedcEdu.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს:
2019 წლის ოქტომბრიდან ზრდა + 150 ლარით;
2021 წლის 1 იანვრიდან ზრდა + 100 ლარით;
2012 წლიდან დღემდე მასწავლებელთა საშუალო ხელფასი გაიზარდა 236%-ით;
სპეციალურ მასწავლებლებს მიენიჭათ უფროსი მასწავლებლისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და მიიღებენ დანამატს სტატუსის მიხედვით.