COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა

COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა

  • 2021-02-01 12:33:42

ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 056 ტესტი, რომლის შედეგად 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 681 პირი; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია www.stopcov.ge -ზე

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 1-ლი თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია www.stopcov.ge -ზე.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 056 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 566 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 258 351-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 681 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 249 709-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 194 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა - 15, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 21, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 422, საიდანაც: 2 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 321, აჭარაში - 186, იმერეთში - 499. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 569 პირი, მათ შორის, თბილისში - 252, აჭარაში - 46, იმერეთში - 147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 162 პირი, მათგან თბილისში - 121, აჭარაში - 4, იმერეთში - 16. 268 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 474 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-202, ხოლო აჭარაში - 123.

სულ 6 ოქტომბრიდან - 31 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 22 269 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 715 პირი, აჭარაში - 775, იმერეთში - 1 538”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები