ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პროექტი „პროგრესის გზა“ სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ დაფინანსებით და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის მიზანი მდგრადი ახალგაზრდული პლატფორმის შექმნა და არაფორმალური განათლების გზით კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობაა.
აღნიშნულმა პროექტმა ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ბევრისთვის დამატებითი სტიმული და მოტივაცია გახდა. მინდა წარმატებები გისურვოთ და მხარდაჭერა აღგითქვათ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
პროექტის ფარგლებში სამომავლოდ ახალგაზრული საბჭოს შექმნა იგეგმება, რომლის შესახებაც ვრცლად მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ია ჩხაიძემ ისაუბრა.
შეხვედრაზე ონლაინ ჩაერთვნენ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ წარმომადგენლები: სალომე ზივზივაძე და სალომე შაქარაშვილი, რომლებმაც ახალგაზრდების შთაბეჭდილებები, მოსაზრებები და სამომავლო გეგმების შესახებ მოისმინეს.
ტრენინგ-აქტივობებს: ამირან გიგინეიშვილი, ქეთი ებრალიძე, ლადო აფხაზავა და ოთარ პატეიშვილი ხელმძღვანელობდა.
პროექტის მონაწილეებს სერთიფიკატები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა გადასცა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.