საქართველო, Invest in Georgia-ს ბრენდით, ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების მსოფლიო ასოციაციის (WAIPA) წევრი გახდა.
ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყანაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ხელშეწყობის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და ტენდენციების გაცნობის კუთხით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულებას შესაძლებლობა ექნება გაუზიაროს სხვადასხვა ქვეყანას საკუთარი გამოცდილება და შეიძინოს ახალი პარტნიორები სამომავლო თანამშრომლობისათვის. ამასთან, მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში, რათა მოხდეს ახალი ტენდენციების გაცნობა.
ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების მსოფლიო ასოციაცია (WAIPA) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაარსდა გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ. ამჟამად WAIPA-ში მსოფლიო მასშტაბით გაწევრიანებულია 170-ზე მეტი ორგანიზაცია, 130 ქვეყნიდან. WAIPA-ს უმთავრესი მისიაა ხელი შეუწყოს და განავითაროს თანამშრომლობა მის წევრ სააგენტოებს შორის, გააზიაროს ქვეყნებისა და რეგიონების გამოცდილება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, უზრუნველყოს მონაცემთა სხვადასხვა წყაროებზე წვდომა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.