ავჭალაში საფეხბურთო ცენტრი "სოხუმის დინამო - ავჭალა" გაიხსნა

ავჭალაში საფეხბურთო ცენტრი "სოხუმის დინამო - ავჭალა" გაიხსნა

  • 2021-02-01 19:37:45

ავჭალაში, უწერის N 9-სთან მდებარე სპორტულ მოედანზე თბილისის  საკრებულოს გლდანის (ავჭალის) რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის შალვა ოგბაიძის მხარდაჭერით საფეხბურთო კლუბ სოხუმის "დინამოს"  მოზარდ გოგონათა და ბიჭთა საფეხბურთო ცენტრი "სოხუმის დინამო - ავჭალა" გაიხსნა.

სულ, მიმდინარე წლის ბოლომდე, ანალოგიური საფეხბურთო ცენტრი დედაქალაქის ათ უბანში გაიხსნება და  ოთხასზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენის მიღებას შეძლებს.

საფეხბურთო გუნდი  აქტიურად თანამშრომლობს როგორც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობასთან, ასევე თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიასთან.

„მოხარული ვარ, რომ  სწორედ ავჭალიდან იწყება ეს არაჩვეულებრივი პროექტი, რომელსაც საფეხბურთო კლუბი სოხუმის "დინამო" ახორციელებს.ჩვენი მომავალი თაობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა და მათი თავისუფალი დროის შევსება უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.   

ღონისძიებას გლდანის რაიონის, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

იხილეთ ვრცლად

მსგავსი პოსტები