1 თებერვლიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლებში, ისევე, როგორც ყველგან, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. სასწავლო წლის დასაწყისში 13 საჯარო სკოლაში ჩატარდა სანიტარული კვანძების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პანდემიის გავრცელების პრევენციას.
სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დისტანციური უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.
სკოლის პედაგოგებისთვისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის სისტემატურად ჩატარდება COVID-19-ზე ტესტირებაც.
მუნიციპალიტეტის 14 სკოლაში, სადაც გამოკითხული მშობლების 60-დან 100%-მდე დისტანციურ სწავლებას დაუჭირა მხარი, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.