COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა

COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა

  • 2021-02-05 11:30:49

ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 16 808 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 498 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.2%, ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია www.stopcov.ge -ზე

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 261 018-ს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 5 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია www.stopcov.ge -ზე.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 808 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 163 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 645 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 261 018-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.2%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.75%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 252 246-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 258 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 227 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 83, ქვემო ქართლი - 35, შიდა ქართლი - 44, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 60, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 488, საიდანაც 2 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 078, აჭარაში - 188, იმერეთში - 463.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 538 პირი, მათ შორის, თბილისში - 236, აჭარაში - 45, იმერეთში - 134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 146 პირი, მათგან თბილისში - 103, აჭარაში- 6, იმერეთში - 16.

274 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 182 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში.

2 927 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 199, ხოლო აჭარაში - 174.

სულ 6 ოქტომბრიდან - 4 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 22 531 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 734 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 014 პირი, აჭარაში - 789, იმერეთში - 1 502“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები