თბილისის მერია კვების ობიექტებს საკუთრების წინ არსებულ ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას კვლავაც სთავაზობს. კორონავირუსით დაზარალებული სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტმა რიგი ღონისძიების გატარება პანდემიის პირველივე დღეებიდან დაიწყო.
თბილისის მერიას ღია კაფის მოწყობასთან დაკავშირებით ამ დროისთვის 200-მდე იჯარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. აღნიშნულ მეიჯარეებზე მოქმედებს შეღავათი, რაც იჯარისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
ასევე, ნებისმიერ კვების ობიექტს, იქნება ეს კაფე-ბარი თუ რესტორანი, საკუთრების წინ არსებულ მუნიციპალურ ტერიტორიაზე, 15 თებერვლიდან ისევ შეეძლება სტუმრების მიღება. ნებადართულია ღია სივრცეში მხოლოდ სკამებისა და მაგიდების განთავსება, შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. შეღავათი არ ითვალისწინებს კაფეებისა და რესტორნების მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციის მონტაჟს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.