სესხის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას სპორტული ობიექტები, საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიც შეძლებენ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გავრცელდეს სპორტული ობიექტებზე, საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე, რომ მათ დაუსუბსიდირდეთ როგორც ბანკის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხის და ლიზინგის პროცენტი. სპორტული ობიექტების შემთხვევაში, პროგრამა მოიცავს ფიტნეს-ცენტრებს, საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს, სპორტულ დარბაზებს ანუ საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია იმ კომპანიების, რომლებიც დაკავებულნი არიან სპორტული აქტივობებით, ფლობენ მსგავს ობიექტებს და აქვთ სესხი, ან ლიზინგის პროცენტს იხდიან. მათ ჩვენ 80 პროცენტით დავუფინანსებთ სესხის პროცენტს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრის თქმით, იგივე ვრცელდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და საბავშვო ბაღებზე, მათ შორის ინკლუზიური განათლების ანუ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებეზე. მათაც 80 პროცენტით, 6 თვის განმავლობაში, დაუსუბსიდირდებათ სესხის პროცენტი.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.