გორის ერთ - ერთი ისტორიული ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
პროექტი, რომელზეც 2 მლნ. ლარზე მეტი გაიხარჯება, ყველა კომუნიკაციის გამოცვლასა და გზის საავტომობილო და საფეხმავლო ნაწილების რეაბილიტაციას მოიცავს. გამოიცვლება სასმელი წყლის, საკანალიზაციო, სანიაღვრე სისტემები, ტროტუარებზე მოეწყობა დეკორატიული ფილები, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტი, დამონტაჟდება გარეგანათება, ნაგვის ურნები და ქვის სკამები.
სამუშაოები, რომელიც გასულ წელს დაიწყო, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა და 2021 წლის ზაფხულში დასრულდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.