8 თებერვლიდან რუსთავს 22 ახალი ავტობუსი მოემსახურება

8 თებერვლიდან რუსთავს 22 ახალი ავტობუსი მოემსახურება

  • 2021-02-07 18:19:39

8 თებერვლიდან რუსთავს 22 ახალი ავტობუსი მოემსახურება. უახლოეს მომავალში კი ქალაქი დამატებით 18 ახალ ავტობუსს მიიღებს.

ათწლეულების განმავლობაში რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი პირველად განახლდა სრულად.

რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებს 60 000-მდე პირი: სოციალურად დაუცველი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ვეტერანები, მასწავლებლები, მოსწავლეები, სტუდენტები, პენსიონერები.

აღსანიშნავია, რომ პირველი 2 კვირის განმავლობაში ავტობუსით მგზავრობა ყველასთვის უფასო იქნება.

ახალი ავტობუსები რუსთავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში გადასცა. EURO 5 -ის ტიპის ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი.

ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. მათ შორის, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით.

ავტობუსებში დაცული იქნება რეკომენდაციები COVID-19-ის პრევენციისთვის. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდებათ.

ახალი ავტობუსები მნიშვნელოვანია ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისითაც.

ყველა ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს ავტობუსების პარკის განახლება.

2020 წელს EBRD-ის მხარდაჭერით 7 ქალაქისთვის შესყიდულია 183 ავტობუსი:

ქუთაისი (60)

რუსთავი (40)

გორი (30)

ზუგდიდი (25)

თელავი (10)

ფოთი (10)

ბათუმი (8 - ელექტროავტობუსი)

აქედან მუნიციპალიტეტებს უკვე გადაეცათ 126 ავტობუსი.

პროექტი საშუალებას მისცემს მოსახლეობას ისარგებლონ თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით.

აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში მკაცრი წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად მიმდინარეობს. 8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაც (გარდა შაბათ-კვირისა);

ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე. შესაბამისად, შეზღუდვების შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება:

8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, ანუ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით:

აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა);

გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები (გარდა შაბათ-კვირისა).

15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, ანუ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით:

სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება).

კვების ობიექტები შეძლებენ ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას (გარდა შაბათ-კვირისა).

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები