განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) 2020 წლის დეკემბრიდან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „დევნილთა უფლებების დაცვა COVID - 19 კრიზისის დროს საქართველოში“
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ კოვიდ - 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.
პროექტში ჩართვა შეუძლია 16-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებიდან. მონაწილეები გაივლიან თანასწორგანმანათლებელთა მოსამზადებელ 21 დღიან (63 საათი) ონლაინ ტრენინგ-კურსს შემდეგ თემებზე:
ადამიანის და ბავშვთა უფლებები (ოჯახში ძალადობა და კოვიდ - 19-ის გავლენა, პრევენცია და არაძალადობრივი რეაგირება)
მშვიდობის მშენებლობა, მრავალფეროვნება, ტოლერანტობა
სასწავლო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენცია (სკოლები, პროფესიული სასწავლებლები, უნივერსიტეტები).
პროექტის ფარგლებში გადამზადებულმა თითოეულმა თანასწორგანმანათლებელმა, მიღებული ცოდნის გაზიარების მიზნით თანატოლებთან უნდა ჩაატაროს საინფორმაციო შეხვედრები. პროექტში ჩართულ თანასწორგანმანათლებლებს ასევე შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში: „მშვიდობა და ადამიანის უფლებები“, რომლის გამარჯვებულებიც საკუთარი დიზაინით მოამზადებენ საინფორმაციო მასალებს, მშვიდობისა და ადამიანის უფლებების თემაზე.
სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 12 თებერვალი .
სააპლიკაციო ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://forms.gle/c8fnkA1co384bjGz7