დღეიდან ღია და დახურულმა ბაზრობებმა მუშაობა განაახლეს

დღეიდან ღია და დახურულმა ბაზრობებმა მუშაობა განაახლეს

  • 2021-02-08 12:36:18

დღეიდან მუშაობა განაახლეს ღია და დახურულმა ბაზრობებმა. გახსნის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო მათ გარკვეულ მოთხოვნებს უწესებს. მთავარი წესი პირბადის გაკეთება და სოციალური დისტანციის დაცვაა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მოთხოვნაა მეწარმეებისა და თანამშრომლების ტესტირება, რომელიც ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება.

შეზღუდვების შემსუბუქება არ ვრცელდება კვირის უქმე დღეებზე. შაბათ-კვირას ღია და დახურული ტიპის ბაზრობები დაკეტილი იქნება.

 

წყარო : https://imedinews.ge/

მსგავსი პოსტები