ამირან გამყრელიძე - პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი შემცირდება

ამირან გამყრელიძე - პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი შემცირდება

  • 2021-02-09 13:51:28

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი შემცირდება. მისი თქმით, არსებული პროგნოზით, საქართველო პირბადის ტარების მაჩვენებლით 42-დან 72 პროცენტამდე ავიდა.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების ყველაზე ძლიერი პრევენციის საშუალება არის პირბადის სწორად ტარება.

„გუშინ წინ განახლდა კიდევ „ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის“ მონაცემები. ჩვენ ისევ ვრჩებით 72 პროცენტზე პირბადის ტარების მაჩვენებლით. ეს კარგია. 45-დან ავედით 72-ზე. მაგრამ იქ არის პროგნოზი, თუ ავალთ 95 პროცენტზე, მაშინ მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვს შევამცირებთ და გვექნება ათეულების ფარგლებში, 10, 20, 30, დაახლოებით ამ ფარგლებში. ამიტომ, ეს მარტივი ღონისძიებაა, რომელიც უნდა გაითავისოს თითოეულმა ადამიანმა. პირბადის სწორად ტარება დღეს გახლავთ ყველაზე ძლიერი პრევენციული საშუალება, მისი ყველგან ტარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს მესიჯი გთხოვთ, ხშირად გამეორდეს. მოგეხსენებათ, ვაქცინით, მიუხედავად იმისა, რომ 31 მილიონი ადამიანი აიცრა ერთჯერადი აცრით, სრული, ორჯერადი აცრით ეს გაცილებით ნაკლებია, ჯერ შორს არის, რომ 7 მილიარდი ადამიანი აიცრას მსოფლიოში, რომელიც შექმნის ე.წ. კოლექტიურ, ანუ საზოგადოებრივ იმუნიტეტს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

წყარო : 1tv.ge

მსგავსი პოსტები