ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში მოეწყო კალმახისა და ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა „გურია ფიში“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში მოეწყო კალმახისა და ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა „გურია ფიში“

  • 2021-02-12 19:32:27

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, მოეწყო კალმახისა და ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა „გურია ფიში“.

ინვესტიციის ოდენობა შეადგენს 4 მილიონ ლარს. აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი 1.5 მლნ ლარია.

საკალმახე მეურნეობაში დასაქმებული არიან ადგილობრივი მცხოვრებლები.

პროდუქცია ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე იყიდება.

სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის დარგში უკვე 220-ზე მეტი აგროსაწარმო შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ - ფარგლებში, ყველას, ვინც არის ან სურვლი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, შეუძლია სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა უკვე 1 სივრცეში 1 ფანჯრის პრინციპით მიიღოს. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი - https://programs.gov.ge/

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები