პოლიციელებისთვის ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, თბილისსა და რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დასრულდა.
პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა. თბილისსა და რუსთავში 139 პოლიციელს ბინა უკვე გადაეცა, ბათუმში კი, მშენებლობის პროცესი გრძელდება.
პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, შეღავათიანი პირობებით მიეღოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები. პროექტის მიხედვით, პოლიციელებს სახელმწიფო უფინანსებს მშენებლობის ღირებულების 40%-ს, ხოლო დარჩენილ 60%-ს საკუთარი სახსრებით ან იპოთეკური სესხით ფარავენ.
პროექტის მონაწილე ყველა პირი 77.4 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში იღებს.
ყველა ახალაშენებულ კორპუსს აქვს შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი.
ბინათმშენებლობის პროექტით, შეღავათიანი ფასით ბინის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, შემდეგ კი, კანდიდატებს შორის გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.