სოფელ იგოეთში ახალი საბავშო ბაღი შენდება

სოფელ იგოეთში ახალი საბავშო ბაღი შენდება

  • 2021-02-12 17:33:17

სოფელ იგოეთში ახალი საბავშო ბაღი შენდება.

სოფელ იგოეთში 50 აღსაზრდელზე ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა გრძელდება.

ამჟამად შიდა და გარეპერიმეტრის სამუშაოები მიმდინარეობს. შენობა სრულად დააკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კეთილმოწყობილ შენობაში აღასზრდელებს, პედაგოგებსა და მომსახურე პერსონალს ყველა პირობა ექნებათ. კეთილმოეწყობა საბავშო ბაღის ეზოც.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობას შპს „ხარისხი“ ახორციელებს, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მასზე 696 326 ლარი იხარჯება.

სოფელში ათეული წლებია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს და ბავშვებს მეზობელი სოფლის სამთავისის საბავშვო ბაღით უწევთ სარგებლობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორი სოფლის - იგოეთისა და მრგვალი ჭალის აღსაზრდელებს ახალი, სრულად აღჭურვილი საბავშვო ბაღი ექნებათ.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ გრაკალსა და სადგურ მეტეხის დასახლებაშიც მიმდინარეობს.

უახლოეს ხანში საბავშვო ბაღის ყოფილი შენობის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ რენეშიც დაიწყება და კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის 8 სოფლის (მ/შ 4 საზღვრისპირა და 1 მღალმთიანი) აღსაზრდელები, ასევე თანამედროვედ მოწყობილი საბავშვო ბაღით ისარგებლებენ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კეთილმოწყობა ჩვენი ერთ ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, მომავალი თაობისათვის საჭირო პირობები აუცილებელია - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

მსგავსი პოსტები