გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზები ეტაპობრივად იწმინდება.
მარილი დაიყარა და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება გორშიც.
თოვლმა გზებზე გადაადგილების პრობლემები შექმნა თითქმის ყველა მიმართულებით. ბოშურის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც მოსახლეობას შეუწყდა ელექტროენერგია. ადგილზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები და დღის განმავლობაში მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება.
მუნიციპალიტეტში მარილის დაყრას და გზის გაწმენდას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები და ა(ა)იპი გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს.
მიუხედავად იმისა, რომ უხვმა ნალექმა ტრანსპოტის მოძრაობა შეაფერხა და გარკვეული სახის პრობლემები შექმნა, მუნიციპალური ავტობუსები დილიდან ემსახურებიან მოქალქეებს და გადაადგილებისას მაქსიმალურად იქნება დაცული მგზავრების უსაფრთხოება.
გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ამინდის კიდევ უფრო გაუარესება და ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, განსაკუთრებით ღამის საათებში.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.