ხაშურში, ახალი ბანას მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს. სასწავლებელი გათვლილია 150 მოსწავლეზე.
თანამედროვე ტიპის სამ სართულიან შენობაში იფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის ტექნიკის, ელექტრომექანიკის, ავტოსატრანსპორტო, სამშენებლო საქმის, სატყეო საქმის, მეფუტკრეობისა და კულინარიის სახელოსნოები. შენობაში ასევე თავმოყრილი იქნება სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ადაპტირებული სველი წერტილები და სპორტული მოედანი. პროფესიულ სასწავლებელი აღჭურვილი იქნება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროს სწავლისთვის საჭირო კლიმატის შექმნას. შენობა ასევე აღჭურვილი იქნება სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით.
პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.