დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში სამზარეულოსა და სამრეცხაოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წელსაც გრძელდება. დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში სამზარეულოსა და სამრეცხაოს რეაბილიტაცია უტარდება.
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 72 000 ლარი გამოიყო. ინფრატსრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ წინა წელს მუნიციპალიტეტმა ბაღის შენობის საძირკვლისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები განახორციელა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა კვლავ აქტიურად გრძელდება. დღეს დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში ვიმყოფებოდით, სადაც სამზარეულოსა და სამრეცხაოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ბაღის შენობას გამაგრებითი სამუშაოებიც ჩაუტარდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს სკოლამდელ განათლებას და ვცდილობთ, ჩვენს პატარებს სწავლისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემო შევუქმნათ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.