ხვალიდან, 25 თებერვლიდან, საქართველოს ოთხივე ზამთრის კურორტზე სასტურმოები გაიხსნება, 8 მარტს კი საბაგიროების მუშაობა აღდგება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის კურორტებისთვის.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სეზონის დიდი ნაწილი ოთხი დიდი ზამთრის კურორტის ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა მოგვიწია. მაგრამ, ხვალიდან, პრაქტიკულად, ოთხივე ლოკაციაზე გაიხსნება სასტუმროები. ეს დროში ემთხვევა ისეთ მნიშვნელოვან სპორტულ და არამარტო სპორტულ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებას, როგორიცაა ბაკურიანში თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპის ჩატარებას - ეს არის სკიკროსი და სნოუბორდ კროსი - თხილამურის და სნოუბორდის კროსის სახეობები“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილოების მისაღებად საქართველოს 500-მდე სპორტსმენი ესტუმრება ყველა პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით. ამასთან, 8 მარტამდე პერიოდში ზამთრის კუროტებზე სასრიალო არეალების მომზადება მოხდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.