COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა

COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა

  • 2021-02-26 11:34:55

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 436 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 311 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 125 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 137-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.2 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.03%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 320 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 264 047-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 485 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 21, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 33, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 579, საიდანაც: 1 542 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 735, აჭარაში - 165, იმერეთში - 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 277 პირი, მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში - 33, იმერეთში - 82. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პირი, მათგან თბილისში - 73, აჭარაში- 8, იმერეთში - 11. 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 107 - თბილისში, 54 - აჭარაში, 3 - იმერეთში. 870 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 304 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 92, ხოლო აჭარაში - 86.

სულ 6 ოქტომბრიდან - 25 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 167 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 970 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 879 პირი, აჭარაში - 443, იმერეთში - 633.

მსგავსი პოსტები