17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ეტაპობრივი ჩარიცხვა დაიწყო.
დახმარებას მიიღებს ყველა ბავშვი, რომლის მონაცემებიც დარეგისტირებული იქნება პორტალზე https://daxmareba.moh.gov.ge/
2 სექტემბრის, 10 საათის მდგომარეობით პორტალზე რეგისტრირებულია უკვე 861 576 ბავშვი და 518 110 მშობელი. იმ შემთხვევაში, თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, დახმარებისთვის უნდა მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობებს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.
რეგისტრაცია პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. დახმარების გაცემა კი, მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება.
ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
პრემიერ-მინისტრის და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეთანხმების საფუძველზე - 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.
პროგრამა მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათი სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის III ეტაპის ფარგლებში ხორციელდება.