სოფელ ქვემო ჭალის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.
სოფელ ქვემო ჭალაში საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება.
სამუშაოებს, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს „სამშენებლო ტრესტი #3“ განახორციელებს.
შენობას სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა და ფასადისა პროექტის ფარგლებში კეთილმოწყობა ეზოც.
განახლებული, კომფორტული შენობა უზრუნველყოფს აღსაზრდელებისა და პედაგოგების პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. პროექტის ღირებულება 284 988 ლარია და რეგიონალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიოტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.