საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო პერიოდში შემცირებულია, მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების დაცვა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოქალაქეების მხრიდან პირბადის ტარება და მთავრობის მიერ კონტროლი, აუცილებელი ღონისძიებაა, რათა არ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში შემცირებულია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას, რომ პირბადის ტარება, შესაბამისად, მთავრობის მხრიდან ამის კონტროლი არის აუცილებელი ღონისძიება და პრევენცია. კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, რომ პირბადის ტარება არის აუცილებელი და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, შევამსუბუქეთ შეზღუდვები. ყველა ეს ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას ეკონომიკა. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გაუარესდება ვითარება, ჩვენ ისევ იძულებული გავხდებით, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა, ელემენტარული მოთხოვნები დავიცვათ. რა თქმა უნდა, ამას მთავრობის მხრიდან შესაბამისი კონტროლიც ჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წყარო : 1tv.ge
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.