სოფელ ბარნაბიანთკარის გზის მოასფალტება.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარის მისასვლელი გზის მოასფალტების მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო.
გზის კეთილმოწყობა სოფელ მეტეხის 9 აპრილის წყაროდან სოფელ ბარნაბიანთკარის ცენტრამდე ორი განშტოებით ხორციელდება. აღნიშნული გზა უმოკლესია თელიანის და სასირეთის მოსახლეობისთვის.
გზაზე ეწყობა რკინაბეტონის კივუეტები ლითონის ცხაურებით, ეზოში შესასვლელები, საგზაო სამოსი და საგზაო ნიშნები.
გზის სიგრძე 1 955 გრძივი მეტრია, სამუშაოების სრული ღირებულება 1 099 517 ლარი, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუშაოები 2 ეტაპს მოიცავს - 2020 წელს შესრულდა 608 079 ლარის სამუშაოები, ხოლო 2021 წელს 491 438 ლარის. სამუშაოებს შპს „გზები და კეთილმოწყობა“ ახორციელებს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოფლებში მისასვლელი გზების მოწყობას და ეს გაგრძელდება ვიდრე ყველა სოფელს არ ექნება კეთილმოწყობილი მისასვლელი - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.