გზების რეაბილიტაცია კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში.
კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ნიგოზას, ჩობალაურის, ქვემო და ზემო რენეს ადგილობრივი მნიშვნელობის, თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ავტობანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
სამუშაოს, რომლის ღირებულება 1 336 200 ლარია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ორ ეტაპად განახორციელებს. პირველ ეტაპზე დაიხარჯება 477 748, ხოლო მეორე ეტაპზე 858 452 ლარი.
პროექტი ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.
ათეული წლებია გზას რეაბილტაცია არ ჩატარებია, სავალ ნაწილზე გაჩნდა ორმოები, არ არის სანიაღვრე არხი. გზაზე გადაადგილება უჭირს როგორც მოსახლეობას, ასევე ტრანსპორტსაც, განსაკუთრებით ნალექიან ამინდში. ოთხივე სოფლის მოსწავლეები ნიგოზას საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, 8 სოფლის მოსახლეობა კი მათ შორის 4 საზღვრისპირა და 1 მაღალმთიანი სარგებლობს რენეს სასოფლო ამბულატორიით. რეაბილიტირებული გზით სარგებელს რვავე სოფლის 800-მდე ოჯახი მიიღებს - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.