სოფელ ნორიოს, ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა ექნება

სოფელ ნორიოს, ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა ექნება

  • 2021-03-05 14:42:31

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს, ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა ექნება.

მიმდინარე სამუშაოებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით კარგარეთელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

პროექტის თანახმად, სრულად რეაბილიტერდება შენობის შიდა სივრცე, ექსტერიერი და გარე პერიმეტრი.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ალიანსი" , ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში 4' 386' 748 ლარად ასრულებს.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფელ ნორიოში, გამარჯვებაში, კუმისსა და ჯანდარაში საჯარო სკოლების რეაბილიტაციას, მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები