თბილისის მერმა კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრზე არსებული გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. კახა კალაძის თქმით, პროექტი აპრილის ბოლოს დასრულდება და შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა.
„პრაქტიკულად ახალი ხიდი აშენდა. ეს არის აეროპორტამდე მისასვლელი გზა, რომლის რეაბილიტაცია შარშან განვახორციელეთ. ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო, თავისი განათებებით. მხოლოდ ეს მონაკვეთი იყო დარჩენილი, ამის ქვემოთ გადის სარკინიგზო მაგისტრალი და გარკვეული შეფერხებები გვქონდა ამ სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. პროექტი აპრილის ბოლოს დასრულდება და ორმხრივად გადაადგილებაც შესაძლებელი იქნება. ძალიან კარგი პროექტია და ვფიქრობ, სტრატეგიული მნიშვნელობის გზა არის. აეროპორტში ჩამოსული სტუმრები ამ გზით შემოდიან ქალაქში და ამ ყველაფრის მოწესრიგება იყო მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს კოჭების აღდგენა, ფილების, მისასვლელების და ტროტუარების მოწყობა, ასფალტის საფარის დაგება. რეაბილიტაციის დროს საჭირო გახდა ოთხი ამორტიზირებული კოჭის ახლით შეცვლა, ასევე, განაპირა და შუალედური ბურჯების რეაბილიტაცია. გზაგამტარის ქვედა ნაწილში ძველი საყრდენი კედელი ახლით ჩანაცვლდა.
პროექტის ღირებულება 1 328 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და აპრილის ბოლოს დასრულდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.