ივანე მაჭავარიანი: ვაქცინის შესახებ მოლოდინები, იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5%-იანს ხელახლა დაუბრუნდება

ივანე მაჭავარიანი: ვაქცინის შესახებ მოლოდინები, იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5%-იანს ხელახლა დაუბრუნდება

  • 2020-11-12 12:27:26

„ვაქცინის შესახებ მოლოდინები, იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5%-იანს ხელახლა დაუბრუნდება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას 2021 წლისთვის, სავალუტო ფონდმა ოდნავ შეამცირა პროგნოზი, სულ ცოტა ხნის წინ 5%-იან ზრდას ვვარაუდობდით, თუმცა 4.3%-ზე ჩამოვწიეთ. ეს არის გამწვავებული პანდემიის ფონზე როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, რაც ნიშნავს, რომ ჯერჯერობით შენარჩუნებდა ის შეზღუდვა, რომელიც ეკონომიკაზე აისახება სხვადასხვა ქვეყანაში, პირველ რიგში კი საერთაშორისო მიმოსვლას და საერთშორისო ვაჭრობას უშლის ხელს.

თუმცა ამავდროულად, დამაიმედებელი ინფორმაცია მოდის ყოველდღიურად ვაქცინის შესახებ, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ხელახლა დაუბრუნდება 5%-იანს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ბიუჯეტი მაინც დაიგეგმება 4.3%-ის ფარგლებში, რადგან ფრთხილი და მოზომილი უნდა ვიყოთ.

„2022 წელს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ფისკალური სტიმულის შენარჩუნება, ასევე ჯანდაცვის მაღალი ხარჯები, რომლითაც 2020 ხასიათდებოდა. აქ შედის როგორც კარანტინის, ისე მკურნალობის, ტესტირების და რაც მთავარია, იმედი მაქვს, რომ ვაქცინის ხარჯები შევა რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ბევრი. ეს იქნება ყველაზე ეფექტური ხარჯები, რაც უმოკლეს დროში გაგვიწევია“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, განახლებული ბიუჯეტს პარლამენტს 30 ნოემბრამდე წარუდგენს.

 

🎬 იხილეთ ვიდეო 

მსგავსი პოსტები