სოფელ ბარნაბიანთკარის გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარის მისასვლელ გზაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული გზა მნიშვნელოვანია, რადგან ის უმოკლესია ორი სოფლის თელიანის და სასირეთის მოსახლეობისთვის.
გზაზე ეწყობა რკინაბეტონის კიუვეტები ლითონის ცხაურებით, ეზოში შესასვლელები, საგზაო სამოსი და საგზაო ნიშნები.
გზის სიგრძე 1 955 გრძივი მეტრია, სამუშაოების ღირებულება 1 099 517 ლარი, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუშაოები 2 ეტაპად ხორციელდება - 2020 წელს შესრულდა 608 079 ლარის სამუშაოები, ხოლო 2021 წელს 491 438 ლარის. სამუშაოებს შპს „გზები და კეთილმოწყობა“ აწარმოებს.
კასპის მუნიციპალიტეტსს ერთ-ერთ პრიორიტეტად მიაჩნია კეთილმოაწყოს სოფლებში მისასვლელი გზები. პროცესი გაგრძელდება ვიდრე ყველა სოფელს არ ექნება კეთილმოწყობილი მისასვლელი - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ კასპის მუნიციპალიტეტის მერმა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.