თენგიზ ცერცვაძე - ცეცხლს ნუ ვეთამაშებით, ​ნუ უსმენთ დემაგოგიას, ყველამ გავიკეთოთ ვაქცინა​

თენგიზ ცერცვაძე - ცეცხლს ნუ ვეთამაშებით, ​ნუ უსმენთ დემაგოგიას, ყველამ გავიკეთოთ ვაქცინა​

  • 2021-03-15 18:35:27

დღეს კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვქონდა, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და გთხოვთ, ნუ უსმენთ დემაგოგიას, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ჩვენ დღეს გვქონდა კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი პიკი. გარდაიცვალა სულ ორი ადამიანი. მოდით, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა. გთხოვთ ყველას, გეხვეწებით, თავი დაანებეთ, ნუ უსმენთ დემაგოგიას, მოუსმინეთ სხვა რაღაცაში, ის არ იქნება ისეთი სახიფათო. კოვიდთან ნუ ვხუმრობთ, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით. ყველამ გავიკეთოთ ვაქცინა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი, გარდაიცვალა ორი ადამიანი.

ამასთან, ქვეყანაში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

 

წყარო: 1 არხი

მსგავსი პოსტები