ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად და მეწარმეთა ხელშეწყობისთვის, დამტკიცდა კიდევ ერთი ახალი პროგრამა, რომლის მიზანია ნებისმიერი ტიპის ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედი მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში აღებული სესხების სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი.
პროგრამის თანახმად, ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედ კომპანიებს, რომლებზეც სესხის 80% გაცემულია შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად, სახელმწიფო დაუფინანსებს 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხულ პროცენტებს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, სუბსიდირების სქემის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს, რომელიც ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას დადგენილების მოთხოვნებთან და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ უგზავნის განაცხადს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.