გარდაბნის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
პირველი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, გარდაბნის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ცაგო ლოლაძეა.
სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ქ.გარდაბანში „ჯეო ჰოსპიტალის“ სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დაწყებამდე იმუნიზაციის კაბინეტის მედპერსონალმა შესაბამისი ტრენინგები გაიარა. გარდაბნის მუნიციპალიტეტმა პირველ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 750 დოზა მიიღო. კორონა ვირუსიის ვაქცინაციის პროცესს მონიტორინგს გარდაბნის ააიპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი უწევს.
ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია 13 მარტიდან მიმდინარეობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები და სხვა.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.
აცრა ნებაყოფლობითია!
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.