ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ ერთი მაღალი გამავლობის ახალი ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა.
JCB-ის 4 CX Eco მარკის, ბრიტანული წარმოების ტექნიკის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 267 420 ლარი გაიხარჯა.
აღნიშნული ტექნიკა სამშენებლო და საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოწყობის, საჭიროების შემთხვევაში, თოვლის საფარისაგან გაწმენდის სამუშაოებს შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ მერიამ ექსკავატორისთვის დამატებითი მოწყობილობა - მულჩერი (აგრეგატი) შეიძინა, რომელიც ბალახის სათიბად, ლერწისა და ტოტების დასაქუცმაცებელია, ხელს უწყობს მოსწორხაზოვნების სამუშაოების გაადვილებას და მისი შესყიდვის ღირებულებამ 23 754 ლარი შეადგინა.
ექსკავატორ-დამტვირთველი სარგებლობაში ა.(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრს“ გადაეცემა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.