დასრულდა რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტი - სოფელ ქვედა ბახვში შიდა სასოფლო გზის „ჩაის გზა“ - რეაბილიტაცია.
გზის სიგრძე 955 მეტრს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე არხები და მოსახლეობის ჭიშკრებთან მისასვლელები.
დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.
სამუშაოები კომპანია "პალადამ" განახორციელა.
პროექტის ჯამური ღირებულება 220 000 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე ფუნქციონირებს დავით თენიეშვილის ჩაის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებს, რის გამოც, აქ ხშირად სტუმრობენ უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორები.
საწარმოს ტერიტორიაზე შესაძლებელია სახლში წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქტის ადგილზე დაგემოვნება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.