ეკატერინე ტიკარაძე" ერთი თვის განმავლობაში საწოლფონდის რაოდენობა 8 400-მდე გაიზრდება

ეკატერინე ტიკარაძე" ერთი თვის განმავლობაში საწოლფონდის რაოდენობა 8 400-მდე გაიზრდება

  • 2020-11-12 20:28:45

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკური საბჭოს წევრებს შეხვდა, რომლებმაც ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეფასეს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში COVID 19-ის მართვისთვის 5 700 საწოლია მობილიზებული, ხოლო ერთი თვის განმავლობაში საწოლფონდის რაოდენობა 8 400-მდე გაიზრდება.

შეხვედრაზე, კლინიკური საბჭოს წევრებმა წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიაზე იმსჯელეს.
სფეროს სპეციალისტების განცხადებით, ქვეყანაში სრული "ლოკდაუნი" ამ ეტაპზე არ იგეგმება. თუმცა აღინიშნა, რომ ნაწილობრივი "ლოკდაუნი" უკვე არსებობს, რომელიც ეპიდვითარების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, კიდევ უფრო გაფართოვდეს.

საბჭოს წევრებმა კოვიდადასტურებული გარდაცვლილი პაციენტების სამედიცინო ისტორიების შესწავლისა და გაანალიზების საკითხის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს და ამ მიმართულებით კონკრეტული დავალებები გაწერეს.

 

🎬 იხილეთ ვიდეო

 

მსგავსი პოსტები