COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა

COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა

  • 2021-03-26 10:59:10

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 341 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 964 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 377 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 419 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 446-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.60 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.89%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 307 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 271 585-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 738 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარა - 26, იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 22, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 9, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 097, საიდანაც: 1 563 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 800, აჭარაში - 177, იმერეთში - 282. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 304 პირი, მათ შორის, თბილისში - 143, აჭარაში - 29, იმერეთში - 67. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან თბილისში - 56, აჭარაში - 2, იმერეთში - 5. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 150 - თბილისში, 30 - აჭარაში. 2 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 271 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 148, ხოლო აჭარაში - 15.

სულ 6 ოქტომბრიდან - 25 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 838 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 128 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 387 პირი, აჭარაში - 784, იმერეთში - 953.

მსგავსი პოსტები