ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

  • 2021-04-16 11:34:46

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.

სოფლებში ვაკისჯვარში, ბახვსა და ცრემლისხიდში წყალმომარაგების სისტემის სამუშაოებს აქტიურად გრძელდება.

სოფლებში წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია, სატუმბო სადგური და რეზერვუარი არ ფუნქციონირებს, მოსახლეობა სასმელ წყალს ინდივიდუალური ჭებისა და მცირე წყაროების მეშვეობით იღებს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას, შეიცვლება სათავიდან რეზერვუარამდე მიმავალი მილი და სრულად განახლდება შიდა ქსელი.

რეაბილიტირდება წყალშემკრები ავზები, გამრიცხველიანდება მოსახლეობა, მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები