გორის სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახური ახალ შენობაში აგრძელებს ფუნქციონირებას.
გახსნის ცერემონიას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასწრაფოს ახალი შენობა კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარეობს.
პროექტის ღირებულება 430 945 ლარია.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობის ფართობი 298 161 კვადრატული მეტრია.
შენობაში განხორციელდა შიდა წყალსადენისა და კანალიზაციის, ელექტრო მომარაგების, ვიდეო მეთვალყურეობის, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის, ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, სახანძრო სიგნალიზაციის და საქვაბე მოწყობილობის სამონტაჟო სამუშაოები. მოწესრიგდა ასევე, შენობის მიმდებარე ტერიტორია და მოწყო საპარკინგე ადგილი.
ამ დრომდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახური სუხიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე იყო განთავსებული.
ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დაახლოებით 125 ათას ადამიანზე მეტს ემსახურება.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.