გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გორის გასასვლელებში მოწყო ბილი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოინახულა და მოქალაქეთა მიერ კარანტინის პირობების შესრულების მდგომარეობას გაეცნო.
,,მოქალაქეთა შემოწმება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, დარღვევები თითქმის არ შეინიშნება, არც სიცხიანი მოქალაქე დაფიქსირებულა. მოსახლეობა გაგებით ეკიდება კარანტინის პირობებს და ცდილობს დაიცვას არსებული მოთხოვნები. მე იმედი მაქვს, რომ საერთო ძალისხმევით მალე დავამარცხებთ პანდემიას და ჩვენი მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება“ - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
მოქალაქეების გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით საკონტროლო გამშვები პუნქტები გორის მასშტაბით 5 ადგილასაა მოწყობილი. მოქალაქეთა გადაადგილებასა და უსაფრთხოების ზომების დაცვას თავდაცვის სამინისტროსა და შსს სამინიტროს წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.
მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები გორის გარდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთსა და ზუგდიდშია მოწყობილი.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.