ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების დაგება მიმდინარეობს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელებში, ქინძათში, დუმაცხოვოსა და ნაბახტევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტებზე, ჯამში, 2,5 მილიონზე მეტი ლარია განსაზღვრული, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია 5 კმ-ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ასფალტის საფარის მოწყობა. აღსანიშნავია, რომ არც ერთ სოფელში აქამდე მსგავსი სახის პროექტი არ განხორციელებულა. სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. რწმუნებულის თქმით, ქინაძათის, დუმაცხოვოსა და ნაბახტევის მოსახლეობა წლის ბოლომდე შეძლებს განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობას. ,,წელს ხაშურის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს, მათ შორისაა სწორედ ეს სამი სოფელი, სადაც აქამდე საგზაო ინფრასტრუქტურა ფიზიკურად არ არსებობა, უამინდობის დროს კი ადგილობრივებს პრობლემებს უქმნიდა. მიმდინარე წლიდან მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს.“ - აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.