საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე , ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით ქალაქ ონში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
17 სექტემბერს, დილიდან, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება- საგანგებო სიტუაციების მართვის ონის სამსახურის დახმარებით, აღმაშენებლის და დემეტრე მეორეს მოედანზე, აღმაშენებლის, ქაფიანიძეს, დემეტრე მეორეს, კახაბერის და მინდელის ქუჩებზე სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო მერის წარმომადგენელი ქალაქ ონში ლევან შერაზადიშვილი .
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით , ქალაქ ონში სადეზინფექციო სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის ონის სამსახურს დახმარებისთვის.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.