სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეები დარეგისტრირებას 20:00 საათიდან შეძლებენ

სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეები დარეგისტრირებას 20:00 საათიდან შეძლებენ

  • 2021-05-12 10:43:24

სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეები დარეგისტრირებას 20:00 საათიდან შეძლებენ.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება.

ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში, აცრილია სულ მცირე 40 მლნ ადამიანი.

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია:

https://fb.watch/4c2mI8hKtj/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

მსგავსი პოსტები