გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში განხორცილებული შეზღუდვების გამო უსახსროდ დარჩენილი ოჯახების დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოყო.
უწყებამ აღნიშნული თანხით შეძენილი საკვები პროდუქტების გაცემა უკვე დაიწყო. სასურსათო პაკეტებით მერია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 3 ათასამდე ოჯახს დაეხმარება.
გარდა ამისა, გრძელდება შემოწირული პროდუქტების განაწილება. ქველმოქმედი ორგანიზაციების დახმარებით უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ამჯერად სააღდგომო ნობათები გადაეცათ.
გორის მერია კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ მთავრობისა და მედიკოსების რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში, გაუფრთხილდეთ როგორც თქვენს ასევე თქვენი ახლობლების ჯანმრთელობას
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.