ამირან გამყრელიძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულთათვის შეღავათების დაწესება მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის „კრიტიკული მასა“ აიცრება

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულთათვის შეღავათების დაწესება მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის „კრიტიკული მასა“ აიცრება

  • 2021-05-17 14:15:01

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულთათვის შეღავათების დაწესება მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის „კრიტიკული მასა“ აიცრება.

როგოც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის 2 დოზით 14 ათასი ადამიანია აცრილი.

„დღეს ორჯერადად მხოლოდ 14 ათასი ადამიანია აცრილი. რაღაც კრიტიკული მასა უნდა დაგროვდეს, როდესაც შეღავათებზე ვისაუბრებთ.

მოგეხსენებათ, ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა შეღავათების დაწესება მაშინ დაიწყო, როდესაც სამიზნე მაჩვენებლის 20-30 პროცენტამდე იყო აცრილი",-აცხადებს გამყრელიძე.



იხილეთ ვიდეო 

წყარო  : ინტერპრესნიუსი

მსგავსი პოსტები