დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოების მეორე ეტაპი ჩატარდა.
გორის მუნიციპალიტეტში, შესაბამისი წესების სრული დაცვით, სპეციალური ხსნარით დამუშავდა 18 მრავალბინიანი კორპუსის საერთო სარგებლობის ფართები - სადარბაზოები, დერეფნები და შენობის მიმდებარე ტერიტორიები. აღნიშნულ შენობებში 880 დევნილი ოჯახია შესახლებული.
გორთან ერთად სადეზინფექციო სამუშაოები შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის დევნილთა ჩასახლების ცენტრებს ჩაუტარდა.
სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანხმობის“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.